ავტორის შესახებ
ლუდვიგ ჰაინრიხ ედლერ ფონ მიზესი ( დ. 29 სექტემბერი, 1881, ლემბერგი – გ. 10 ოქტომბერი, 1973, ნიუ-იორკი ) – ავსტრიელი ეკონომისტი, ფილოსოფოსი, ისტორიკოსი, ლოგიკოსი და სოციოლოგი. მიზესი კლასიკური ლიბერალიზმის საზოგადოებისთვის სარგებლიანობის შესახებ წერდა და კითხულობდა ლექციებს. ის ყველაზე მეტად ცნობილია პრაქსეოლოგიის შესწავლით, რომელიც არის მეცნიერება ადამიანის არჩევანისა და ქმედების შესახებ. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ეკონომიკის ავსტრიული სკოლის განვითარებაში. ფრიდრიხ ჰაიეკთან ერთად ლიბერტარიანიზმის ფილოსოფიის დამაარსებლად ითვლება.


