ავტორის შესახებ
ჟოზეფ ერნესტ რენანი ( დ. 28 თებერვალი, 1823, ტრეგიე, კოტ-დ’არმორის დეპარტამენტი – გ. 2 ოქტომბერი, 1892, პარიზი ) – ფრანგი მწერალი, ფილოლოგი და აღმოსავლეთმცოდნე. ფრანგული აკადემიის წევრი 1878 წლიდან. რენანის შრომები გამსჭვალულია უნივერსალური სკეფსისით, ობიექტური ჭეშმარიტების შეცნობის შეუძლებლობის რწმენით, რელატივიზმით. მისი შეხედულებები გადმოცემულია თხზულებაში „ფილოსოფიური დიალოგები და ფრაგმენტები“ (1876) და მასთან დაკავშირებულ „ფილოსოფიურ დრამებში“: „კალიბანი“ (1878), „ნემიელი მღვდელი“ (1885) და სხვა.


