ავტორის შესახებ
ირვინ უელში ( დ. 27 სექტემბერი 1957, ედინბურგი, შოტლანდია ) – შოტლანდიელი რომანისტი და დრამატურგი. ცნობილია რომანით „ჩხერკეთელაობა“, რომლის მიხედვითაც მოგვიანებით გადაიღეს ამავე სახელწოდების ფილმი. მის ნაწარმოებებს ახასიათებს უხეში შოტლანდიური დიალექტი და ედინბურგის ცხოვრების სასტიკი სურათების აღწერა. ასევე წერს სცენარებს და არის რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი ფილმის რეჟისორი.


