ციფრული ბიბლიოთეკა

მერი ვოლსტოუნკრაფტ შელი

1797 - 1851

ავტორის შესახებ

მერი ვოლსტოუნკრაფტ შელი ( ქალიშვილობის გვარი გოდვინი; დ. 30 აგვისტო, 1797 – გ. 1 თებერვალი, 1851 ) – ინგლისელი მწერალი ქალი. ცნობილია გოთიკური რომანით „ფრანკენშტაინი“ (1818). მწერლის მამა პოლიტიკური ფილოსოფოსი უილიამ გოდვინი იყო, დედა კი — ფილოსოფოსი და ფემინისტი მერი უოლსტოუნკრაფტი. ცნობილი ფაქტია, რომ მერი შელი ხელს უწყობდა თავისი მეუღლის, რომანტიკოსი პოეტისა და ფილოსოფოსის პერსი ბიში შელის შემოქმედებას.