ციფრული ბიბლიოთეკა

ციალა მგელაძე

1928 - 2014

ავტორის შესახებ

ციალა მგელაძე ( დ. 1928 – გ. 2014 ) – პედაგოგი, ფილოლოგი.

დაამთავრა ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი 1951 წელს. 1951 წელს დაინიშნა ჩოხატაურის რაიონის მაღალმთიანი სოფლის, ზოტის საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1961 წელს ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. 1968 წლიდან დაინიშნა თბილისის 68-ე საშუალო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, სადაც 36 წელი იმუშავა.