ავტორის შესახებ
ზაზა სიხარულიძე ( დ. 18 აპრილი, 1960, ბათუმი – გ. 3 ივლისი, 2016 ) – ქართველი იურისტი, მეცნიერი, ფილოლოგი.
1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი , ხოლო 2003 წელს თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ღვთისშვილთა კავშირი“.


