ავტორის შესახებ
ზეინაბ სოფრომაძე ( დ. 29 აგვისტო, 1951 ) – ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1980წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1980-1994წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელია. ავტორია 30 სამეცნიერო ნაშრომის.




