ავტორის შესახებ
მეთიუ ქუიქი ( დ. 23 ოქტომბერი, 1973 ) – ცნობილი ამერიკელი მწერალი, რომლის კალამსაც ეკუთვნის არაერთი პოპულარული რომანი როგორც უფროსი, ისე მოზარდი მკითხველისთვის. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია სადებიუტო რომანი „იმედის სხივთა კრებული“ (The Silver Linings Playbook, 2008), რომლის მიხედვითაც 2012 წელს გადაიღეს ოსკაროსანი ფილმი ბრედლი კუპერისა და ჯენიფერ ლოურენსის მონაწილეობით.


