ავტორის შესახებ
ამირან (პაკო) სვიმონიშვილი ( დ. 3 იანვარი, 1974, თბილისი – გ. 5 თებერვალი, 2014, იქვე ) – ქართველი პოეტი, მთარგმნელი, გერმანისტი და პედაგოგი, მეექვსე საავტორო სკოლისა და ფილმების სტუდია „მიკროსტუდიის ჯგუფის“ დამფუძნებელი. მისი პირველი პოეტური კრებულია „მოვსულვარ ლანდი“ (1990). მისი შემოქმედება ითარგმნა გერმანულ, ჩერქეზულ და უკრაინულ ენებზე.



