ციფრული ბიბლიოთეკა

ჩიტო (მარი-ელენ) რუხაძე

ავტორის შესახებ

ჩიტო (მარი-ელენ) რუხაძე ( დ. 19 ივლისი, 1939 ) – მწერალი. 

დაიბადა ქართველი ემიგრანტის, ვლადიმერ (ლადო) რუხაძის ოჯახში. მან ჰუმანიტარული განათლება სორბონის უნივერსიტეტში მიიღო. მუშაობდა განათლების სისტემაში, გამომცემლობებში, ეწეოდა სხვადასხვა საქმიანობას:  მასწავლებლობდა, მუშაობდა გაზეთების რედაქციებში, ერთ-ერთი ფირმის წარმომადგენლობაში მოსკოვში. ორი ათეული წლის მანძილზე საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ხელმძღვანელობდა საგამომცემლო და კულტურის განყოფილებებს. ასევე თარგმნიდა მამის კორესპონდენციებს. ჩიტო რუხაძე ბევრს მოგზაურობდა, აქვეყნებდა წერილებს მაროკოდან, ახალი ზელანდიიდან, პატაგონიიდან, კაპადოკიიდან, შანხაიდან.  რომანის გარდა, მას ეკუთვნის რამდენიმე ნოველა, რომელთაგან ორის ("კონცერტი" და "ქლიავის ყვავილობა") თარგმანი ჟურნალ "ჩვენი მწერლობის" 2012 წლის 29 ივნისის ნომერშია დაბეჭდილი. 2013 წლის 8 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩიტო რუხაძის წიგნის "ფამადიჰანა" პრეზენტაცია გაიმართა. ქართული ემიგრაციის წარმომადგენლის, ლადო (ვლადიმერ) რუხაძის შვილი.