ციფრული ბიბლიოთეკა

ალექსანდრე ლორია

1934 -

ავტორის შესახებ

ალექსანდრე ლორია ( დ. 23 აგვისტო, 1934 ) – მეცნიერი, მწერალი, პედაგოგი.

დაამთავრა თბილისის ა. ს. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის სპეციალობით, 1958 წელს. 1958 წლიდან იწყებს მუშაობას ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრაზე მასწავლებლად; 1962-1972წწ. არის ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკის  დირექტორი; ამ პერიოდში გაეცნო უცხოეთის მრავალი ბიბლიოთეკას საქმიანობას, დაესწრო IFLA- კონგრესს კანადაში, აშშ და გერმანიაში; 1972-1974წწ. აღნიშნული ინსტიტუტის პრორექტორი ადმინისტრაციის დარგში; 1974-1977წწ.  ბიბლიოთეკათმცოდნეობისა და ბიბლიოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი; 1993-2002წწ. პარალელურად მუშაობს ექვთიმე თაყაიშვილის სახ. კულტურის უნივერსიტეტში ლექტორად; 1988-2000წწ.  ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ბიბლიოთეკათმცოდნეობის კათედრის გამგე. 2000 წლიდან დღემდე არის ჟურნალ  "საქართველოს ბიბლიოთეკის"  მთავარი რედაქტორი. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ეწეოდა ლიტერატურულ შემოქმედებით მოღვაწეობას. მისი პირველი მოთხრობა, "თხუტმეტი წლის შემდეგ" , დაიბეჭდა 1974 წელს. 2006 წლიდან ილიას უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი.