ავტორის შესახებ
რიუნოსკე აკუტაგავა ( დ. 1 მარტი, 1892, ტოკიო – გ. 24 ივლისი, 1927, იქვე ) – იაპონელი მწერალი, ახალი იაპონური ლიტერატურის კლასიკოსი. კომპოზიტორ იასუსი აკუტაგავას და დრამატურგ ხიროსი აკუტაგავას მამა. ცნობილია თავისი მოთხრობებითა და ნოველებით. 1935 წელს იაპონიაში დაწესდა აკუტაგავას სახელობის ლიტერატურული პრემია.





