ავტორის შესახებ
გიორგი ჭიღვარია (დ. 20 აპრილი, 1980, ქუთაისი, საქართველო ) – ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკოსი. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი 2017-2020 წლებში.
დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის ფაკულტეტი 2002 წელს; 2002-2003წწ. გაიარა თურქული ენის შემსწავლელი პროგრამა ანკარის უნივერსიტეტის თომერის კოლეჯში; 2003 წლიდან ხარისხის მაძიებლის სტატუსით მუშაობა დაიწყო სადოქტორო ნაშრომზე ანკარის უნივერსიტეტში. 2003-2004წწ. მუშაობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მოტომსროლელ ბრიგადაში; ქუთაისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში სხვადასხვა თანამდებობებზე: იყო ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მრჩეველი, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის შტაბის უფროსი, "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე; იყო იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; 2017-2020წწ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი; 2010 წელს მას ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა დოქტორის აკადემიური ხარისხი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.



