ციფრული ბიბლიოთეკა

ტურ ჰეიერდალი

1914 - 2002

ავტორის შესახებ

ტურ ჰეიერდალი ( დ. 6 ოქტომბერი 1914, ლარვიკი – გ. 18 აპრილი 2002, კოლა-მიკერი, იტალია ) – ნორვეგიელი სწავლული, მოგზაური და მწერალი. გვევლინებოდა როგორც ეთნოგრაფი, ზოოლოგი და გეოგრაფი, რომელიც ინტენსიურად სწავლობდა კულტურული მემკვიდრეობისა და ტრანსოკეანური მიგრაციების შესაძლებლობას ძველ და ახალ სამყაროს შორის. ჰეიერდალი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ტივით „კონ-ტიკი“ გადაცურა წყნარი ოკეანე სამხრეთ ამერიკიდან არქიპელაგ ტუამოტუმდე. 1953 წელს აღმოაჩინა ინკებამდელი პერიოდის ნასახლარის ნაშთები გალაპაგოსის კუნძულებზე.