ავტორის შესახებ
დონალდ ჯონ ტრამპი ( დ. 14 ივნისი, 1946, ნიუ-იორკი, აშშ ) – ამერიკელი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი. ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე. 2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა. 2016 წლის 8 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, რესპუბლიკელების მიერ წარდგენილმა ტრამპმა დემოკრატების კანდიდატი, ჰილარი კლინტონი დაამარცხა.


