ავტორის შესახებ
მამუკა გოგიტიძე ( დ. 21 ნოემბერი, 1963 ) – ისტორიკოსი, მეცნიერი, სამხედრო პირი.
დაამთავრა სულხან საბა ორბელიანის სახელობის თბილისის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტი 1992 წელს; უკრაინის თავდაცვის ნაციონალური აკადემიის ოპერატიულ-ტაქტიკური ფაკულტეტი 2002 წელს. 1985-1991წწ. მსახურობდა საბჭოთა ჯარში; 1991-2010წწ. მსახურობდა ქართულ ჯარში. ისტორიის დოქტორი(2006), პოლკოვნიკი(2003). საკანდიდატო დისერტაციის თემა- "ქართველი ოფიცრები რუსეთის იმპერიის არმიაში XVIII-XIX საუკუნის დასაწყისში", დაიცვა 2006 წელს.




