ციფრული ბიბლიოთეკა

მურად მთვარელიძე

1953 -

ავტორის შესახებ

მურად მთვარელიძე ( დ. 22 ივლისი, 1953, ხაშური, საქართველოს სსრ ) – ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე.

დაამთავრა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს. ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო გასული საუკუნის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან. მისი ლექსები და გამოკვლევები იბეჭდებოდა ალმანახებსა და ჟურნალებში: "პირველი სხივი", "სათავე", "ცისკარი", "მაცნე" და სხვა; ასევე სხვადასხვა პერიოდულ გამოცემასა და პრესის ფურცლებზე. 2011 წელს მონაწილეობდა იუნესკოს ხელოვნების, ლიტერატურის და მეცნიერების კლუბის II საერთაშორისო ლიტერატურულ კონგრესში საბერძნეთის რესპუბლიკის ქალაქ ატალანტში. მისი ნაწერები თარგმნილია უკრაინულ, ინგლისურ, სომხურ, ბერძნულ ენებზე. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1997 წელს - სადოქტორო დისერტაცია. არის ეღიშე ჩარენცის სახელობის პრემიის მფლობელი (2007), ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის პრიზიორი (2012), საქართველოს ისტორიულ საგვარეულოთა შთამომავლობის, თავად-აზნაურთა და მათ თანამდგომთა საკრებულოს მიერ მინიჭებული აქვს "ქართველ რაინდთა წოდება" (2006), ქართულ-უკრაინული ლიტერატურულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოებულია უკრაინის რესპუბლიკის საელჩოს საპატიო სიგელით (2013).