ავტორის შესახებ
თამარ კაჭარავა ( დ. 8 დეკემბერი, 1952 ) – მეცნიერი, ტექნოლოგი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი.
დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი, ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1974 წელს; ასპირანტურა ხალხთა მეგობრობის ლუმუმბას უნივერსიტეტის ასპირანტურა (ქ. მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) 1978 წელს. 1978-1985წწ. ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა ს/კ ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; 1985-1989 წწ. ვ. ვ. დოკუჩაევის ნიადაგების ს/კ ინსტიტუტის აფხაზეთის მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ლაბორატორიის გამგე; 1989-1993წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის აფხაზეთის მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების ცენტრის ხელმძღვანელი; 1993-2006წწ. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებთა აკადემიის ლომოურის მიწათმოქმედების ინსტიტუტის აგროტექნოლოგიების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს წევრი; 1996-2009წწ. საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, აგრონომიის ფაკულტეტი, აგროტექნოლოგიების დეპარტამენტი, დოცენტი, სრული პროფესორი, ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2008-2010წწ. სსიპ ბიოტექნოლოგიის ცენტრი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2010 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის პროფესორი; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის, "ბიომრავალფეროვნება და ეთნობოტანიკური უნარ-ჩვევების გამოყენება" ხელმძღვანელი; 2004 წლიდან სახალხო დიპლომატიის წარმომადგენელი - სამოქალაქო სამშვიდობო ინიციატივა, "ქართულ-აფხაზური თანამშრომლობა ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენისას". დაჯილდოებულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოფლის მეურნეობის აკადემიის სიგელებით აგროტექნოლოგიის დარგში მიღწევებისათვის.