ავტორის შესახებ
ელგუჯა მარღია ( დ. 15 ივლისი, 1963 ) – ქართველი პოეტი, მთარგმნელი. 1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ჟურნალისტიკის ფაკულტეტი.
1978 წლიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ გაზეთებსა და ჟურნალებში;
არის ცხრა პოეტური კრებულის ავტორი; („როგორც წყვდიადში შემოდის თოვლი“-1993 წ. გამომცემლობა „მერანი“; „დუმილის სივრცე“-2001 წ. გამომცემლობა „ცოტნე“; „ნაბადი“- 2012 წ. გამომცემლობა „სვეტი“; „110 რობაი“-2015 წ. გამომცემლობა „საუნჯე“, „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი“-გამომცემლობა „საუნჯე“;
2017 წელს - რობაიების რიგით მესამე კრებული - „საგანძურის რობაი და სხვა“;
2017 წელს - რობაიების მეოთხე კრებული - „დროის არითმია“(333 რობაი);
2018 წელს ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში დაიდგა სპექტაკლი „ომარ ხაიამ, შეიწყალე ჩემი რობაი!“( იდეის ავტორი როსტომ ჩხეიძე; ინსცენირება იოსებ ჭუმბურიძისა, რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი); გამოჩენილი მწერლის, როსტომ ჩხეიძის ინიციატივით, ლიტერატურის ინსტიტუტში, გორისა და ქუთაისის(აკაკი წერეთლის სახელობის) უნივერსიტეტებში მოეწყო ელგუჯა მარღიას კრებულის განხილვა-წარდგენა; „ზაზანოვაში“ ჩატარდა „ქართული რობაის საღამო“; კრებულებს მიეძღვნა არაერთი ლიტერატურული გადაცემა.
2019 წელს დაიბეჭდა რობაიების მეხუთე კრებული - „პიკარესკული ჟამის რობაიები“(125 ახალი რობაი);
2019 წელს ბაქოში, აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა „ქართული რობაიები“( მთარგმნელი იმირ მამედლი);
2022 წელს დაიბეჭდა „ქართული რობაიები“(ქართულ-ინგლისური გამოცემა; ინგლისურად თარგმნა ციცი გაბესკირიამ;
2023 წელი-დაიბეჭდა 2019-2022 წლებში დაწერილი რობაიების კრებული სახელწოდებით „მიმინოსავით მოთმინებას ვათვინიერებ“;
რობაიები ითარგმნა თურქულ და არაერთ კავკასიურ ენაზე.
ასევე არის სამი ელექტრონული წიგნის(„Homo Dei“-პოემა-2013 წ. გამომცემლობა „პროფილი+“, „განდევნილები“- რუსი ემიგრანტი კლასიკოსების პოეზიის თარგმანთა კრებული-2013 წ. გამომცემლობა „პროფილი+“; „სხვადასხვა დროის ლექსები “ - ხორხე ლუის ბორხესის პოეზიის თარგმანთა კრებული - 2013 წ. გამომცემლობა „პროფილი+“;) ავტორი; იხ. www.saba.com.ge
არის " მე-20 საუკუნის ქართული პოეზიის ანთოლოგიის“(რუსული გამოცემა) ერთ-ერთი ავტორი;
არის " საქართველოს ახალგაზრდული პოეზიის ანთოლოგიის" ერთ-ერთი შემდგენელი და ავტორი;
2006 წელს შეადგინა და გამოსცა პირველი ქართულენოვანი „საზოგადოებასთან ურთიერთობის სამაგიდო ენციკლოპედია“; აღნიშნული სახელმძღვანელო დღესაც მოწონებით სარგებლობს პროფესორ-მასწავლებლებსა და სტუდენტებში;
2013 წელს თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით შეადგინა და გამოსცა სამტომეული „ხსოვნის ნათელი“, სადაც შესულია 230 გარდაცვლილი ავტორის შემოქმედება;
არის ქართული კომპანიების(ბრენდების) ყოველწლიური დაჯილდოების ცერემონიალის - "ქართული ბრენდის დღე" - იდეის ავტორი და ორგანიზატორი; აღნიშნული წარმატებული და გახმაურებული პროექტი ტარდება ყოველი წლის ბოლოს; არის კულტურულ-საგანმანათლებლო-ტურისტული ცენტრ „თოროს“ ერთ-ერთი დამაარსებელი; ასევე „პოეტის ქოხისა“ და „თოროს ტყის აკადემიის“ დამფუძნებელი;
დაჯილდოვებულია საქართველოს მწერალთა კავშირის ახალგაზრდული პირველი პრემიით;{1991}
არის თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირის „ბესტსელერის“ მიერ გამოცხადებული ლიტერატურული კონკურსის მეორე პრემიის ლაურეატი;
მიღებული აქვს აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს პირველი პრემია;
არის ლიტერატურული პრემია „საბას „ 2012 წლის ნომინანტი.
არის მუხრან მაჭავარიანის სახელობის „პოეტური მინიატურების“ მეორე პრემიის ლაურეატი;
არის ქრისტიანული პოეზიის გამარჯვებული და თბილისის საკრებულოსა და მერიის ლიტერატურული კონკურსის ფინალისტი.
2023 წელს მიენიჭა ლიტერატურული კონკურსი „ქუჯის“ პირველი პრემია, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“ .
2023 წელს მიენიჭა ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელის“ პირველი პრემია, ნომინაციაში „წლის საუკეთესო პოეტური კრებული“.