ციფრული ბიბლიოთეკა

ოღუზ ათაი

1934 - 1977

ავტორის შესახებ

ოღუზ ათაი ( დ. 12 ოქტომბერი, 1934 – გ. 13 დეკემბერი, 1977 ) – მწერალი. დაიბადა თურქეთის ქალაქ ინებოლუში. მამამისი, ჯემილ ათაი, მოსამართლე და პარლამენტის დეპუტატი იყო. მწერალმა დაწყებითი და საშუალო განათლება ანკარაში მიიღო. 1957 წელს სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი დაამთავრა. ლექციებს კითხულობდა დღევანდელ ილდიზის ტექნიკურ უნვერსიტეტში. მისი რომანი, "ხელმოცარულები", 1997 წელს იუნესკოს მიერ თურქული ლიტერატურის რჩეულ ნაწარმოებად იქნა აღიარებული.