ავტორის შესახებ
იან მარტელი ( დ. 25 ივნისი, 1963 ) – კანადელი მწერალი. ცნობილია რომანით პის ცხოვრება, რომლისთვისაც ბუკერის პრემია მოიპოვა. რომანი The New York Times-ისა და სხვა ბესტსელერების სიაში წელიწადზე მეტხანს იკავებდა ადგილს და მსოფლიოს მასშტაბით მისი 12 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. რომანის მიხედვით კინორეჟისორმა ენგ ლიმ ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელმაც ოთხი ოსკარი, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში და ოქროს გლობუსი საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის მოიპოვა.