ციფრული ბიბლიოთეკა

ამირან თხელიძე

ავტორის შესახებ

ამირან თხელიძე – ასოცირებული პროფესორი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. 1972 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე-მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი, მებაღე-მევენახეობისა და მებოსტნეობის სპეციალობით. 1976 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა აგროქიმიის განხრით. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ფოსფორიანი სასუქების გავლენა მაღალმთიანი სათიბების პროდუქტიულობაზე საქართველოს მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგების პირობებში'' და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1976-1982 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის კათედრაზე უმცროს ლაბორანტად, 1987-1990 წლებში ასისტენტად, 1990-2006 წლებში დოცენტად, 2006 წლიდან იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. პარალელურად მუშაობს ამავე უნივერსიტეტის ჰაინც ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. აქვს სხვადასხვა პროექტებში ნიადაგის ნაყოფიერების მართვის ტრენერის გამოცდილება. არის საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების წევრი, 55-ზე მეტი სტატიის, რამდენიმე მონოგრაფიის, მათ შორის სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებში, საგრანტო პროექტებსა და სხვადასხვა ტრენინგებში.