ავტორის შესახებ
რიჩარდ იეიტსი ( დ. 3 თებერვალი, 1926 – გ. 7 ნოემბერი, 1992 ) – ამერიკელი მწერალი. მისი პირველი რომანი „ამბოხის გზა“ 1962 წელს წიგნის ეროვნული ჯილდოს ფინალისტებს შორის დასახელდა. მწერლის სიცოცხლის მანძილზე მისი შემოქმედების კრიტიკული აღიარება კომერციულ წარმატებაში არ ასახულა. იეიტსის ნაწარმოებების მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მისი სიკვდილის შემდეგ გაღვივდა. ავტორის ცნობადობის გაზრდის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა მისი რომანის მიხედვით გადაღებული ოქროს გლობუსის მფლობელი და ოსკარის ნომინანტი ფილმი „ამბოხის გზა“, რომელშიც მთავარ როლებს ქეით უინსლეტი და ლეონარდო დიკაპრიო ასრულებენ.