ავტორის შესახებ
მალალა იუსაფზაი ( დ. 12 ივლისი, 1997[1], მინგორა ) – პუშტუნი პაკისტანელი უფლებადამცველი, რომელიც მთელს მსოფლიოში ქალებისთვის განათლებაზე ხელმისაწვდომობისთვის გამოდის. მისი უფლებადამცველობითი საქმიანობის გამო, 2012 წლის 9 ოქტომბერს ძლიერად დაჭრეს ტერორისტული მოძრაობა „ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტან“-ის მებრძოლებმა. 2013 წელს მიიღო ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის პრემია და სახაროვის პრემია. 2014 წელს გახდა ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი ინდოელ კაილაშ სატიართისთან ერთად. პრემია გადაეცა „ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩაგვრასთან ბრძოლისა და ბავშვების განათლების უფლებისთვის“.