ციფრული ბიბლიოთეკა

ცოტნე ცხვედიანი

1993 -

ავტორის შესახებ

ცოტნე ცხვედიანი ( დ. 1993 ) – მკვლევარი, მწერალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. არის ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) რეგიონებში მომუშავე მკვლევარი-კორესპონდენტი. თავისი სადებიუტო წიგნი იყო "ქალაქი და წმინდანები". 2016 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო რომანი "მაიაკოვსკის თეატრი". "ოქროს ქალაქი" 2015 წლის საუკეთესო მოთხრობად დასახელდა და შევიდა 2016 წელს აშშ-ში გამოცემულ ანთოლოგიაში "Best European Fiction". რომანი "მაიაკოვსკის თეატრი" თარგმნილია თურქულ და ფრანგულ ენებზე.