ციფრული ბიბლიოთეკა

ბრუნო შულცი

1892 - 1942

ავტორის შესახებ

ბრუნო შულცი ( დ. 12 ივლისი, 1892 – გ. 19 ნოემბერი, 1942 ) – პოლონელი ებრაელი მწერალი, ხელოვანი, ლიტერატურული კრიტიკოსი და ხელოვნების მასწავლებელი. მიიჩნევა XX საუკუნის პოლონურენოვანი პროზის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად. 1938 წელს პოლონეთის ლიტერატურის აკადემიისგან გადაეცა ოქროს დაფნა. შულცის ზოგიერთი ნაშრომი ჰოლოკოსტის გამო დაიკარგა, მათ შორის 1940-იანი წლების დასაწყისში დაწერილი მოთხრობები და მისი ბოლო, დაუსრულებელი რომანი „მესია“. 1942 წელს ქუჩაში, დროჰობიჩის გეტოსკენ პურით ხელში მიმავალი შულში გესტაპოს ოფიცერმა მოკლა.