ციფრული ბიბლიოთეკა

ვინფრიდ ბლუმი

ავტორის შესახებ

ვინფრიდ ბლუმი – ნიადაგმცოდნე, ცნობილი საზოგადო მოღვაწე. 1987 წლიდან ვენის (ავსტრია) ბუნებრივი რესურსების და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა უნივერსიტეტის ნიადაგმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი; 1990-2002 წლებში ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო კავშირის გენერალური მდივანი; 1991-1995 წწ. ევროკავშირის ნიადაგების დაცვის ექსპერტების კომისიის პრეზიდენტი, ევროპის ნიადაგმცოდნეთა საზოგადოებების კონფედერაციის დამაარსებელი და პრეზიდენტი. 1996 წლიდან ევროპის გარემოსდაცვითი კვლევების ორგანიზაციის (სტრასბურგი) წევრი, მთელი რიგი სამუშაო ჯგუფების ხელმძღვანელი; მრავალი საზოგადოების და კავშირის საპატიო წევრი; მსოფლიო ბანკის, ფაოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტი. იგი 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და 100-ზე მეტი ტექნიკური ანგარიშის ავტორია; 20-მდე სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის წევრია. ვ. ბლუმი მსოფლიოს მრავალი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია. 2009 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრად.