ავტორის შესახებ
რაფაელ ნადალი ( დ. 3 ივნისი, 1986, მანაკორი, ესპანეთი ) – ესპანელი პროფესიონალი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი. მოგებული აქვს რეკორდული 14 საფრანგეთის ღია პირველობა, რის გამოც მიჩნეულია თიხის საფარის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად და „თიხის მეფედ“, ხოლო სხვა საფარებზე მოპოვებული გამარჯვებების გამო, ის ასევე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად ისტორიაში.