ავტორის შესახებ
ვიქტორ პელევინი ( დ. 22 ნოემბერი, 1962, მოსკოვი, რუსეთი ) – რუსი მწერალი, ავტორი რომანებისა „ომონ რა“, „ჩაპაევი და სიცარიელე“ და „Generation პ“. იგი არაერთი ლიტერატურული პრემიის ლაურეატია, მათ შორისაა „მცირე ბუკერისა“ (1993) და „ეროვნული ბესტსელერის“ (2004) პრემიები. პელევინის წიგნები მრავალშრიანი პოსტმოდერნისტული ტექსტებია, რომლებიც პოპ-კულტურისა და ეზოთერული ფილოსოფიის ელემენტებს აერთიანებს, მათთვის სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრული ელემენტებია დამახასიათებელი.