ციფრული ბიბლიოთეკა

ჟუჟუნა შაინიძე

1959 -

ავტორის შესახებ

ჟუჟუნა შაინიძე ( დ.3 ოქტომბერი, 1959, რაქვთა ) – ქართველი პოეტი, ჟურნალისტი და ფილოლოგი.

1984 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი. 1979 წლიდან პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში: „ლიტერატურული საქართველო“, „ცისკარი“, „განთიადი“, „ჩვენი მწერლობა“, „ენიგმა“, „ენა და კულტურა“ და სხვა. გამოქვეყნებული აქვს ოცზე მეტი სამეცნიერო სტატია, არის 4 პოეტური კრებულის ავტორი და ათზე მეტი გამოცემის თანაავტორი. მისი ლექსები შეტანილია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. რამდენიმე მათგანზე შექმნილია სიმღერები. 1992-1993 წლებში მისივე რედაქტორობით გამოდიოდა ლიტერატურული გაზეთი „ანაშხალი“. 1995-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კონსულტანტად, ახალგაზრდა მწერალთა სექციის ხელმძღვანლად. 2012 წელს მიენიჭა ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი.