ავტორის შესახებ
მარინე ტარასაშვილი ( დ. 1960 წ. ) – დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახ. უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფსიქოლოგიის სპეციალობის განხრით. 2006 წელს დააფუძნა და დღემდე ხელმძღვანელობს "ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრ - მწვანე სახლს" - სერვისს ბავშვების, მოზარდებისა და მათი მშობლებისთვის, რომელიც ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის მეთოდოლოგიით მუშაობს როგორც ტიპურ, ისე სხვადასხვა მენტალური დარღვევების მქონე ბავშვებთან, მოზარდებთან და მათ მშობლებთან. ასევე არის ასოციაცია "ქართული ანალიტიკური სივრცის" თანადამფუძნებელი.