ციფრული ბიბლიოთეკა

ნანა (ნინა) ბურჭულაძე

ავტორის შესახებ

ნინა (ნანა) ბურჭულაძე – მკვლევარი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი. 1975 წლიდან მუშაობდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში, 2017 წლიდან იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების ხელოვნების კოლექციების მთავარი კურატორი. მისი მეცნიერული ინტერესი მოიცავს შუა საუკუნეების ქართული სახვითი ხელოვნების სხვადასხვა სფეროს - ხატწერა, კედლის მხატვრობა, ჭედური ხელოვნება, ქვაზე და ხეზე კვეთისა და მინანქრის ხელოვნება. არის სამი სოლიდური მონოგრაფიისა და 80-მდე სტატიის ავტორი, რომელთა ნაწილი შეტანილია უმაღლესი სასწავლებლების სასწავლო პროგრამებში. სწავლობს უცხოეთში - სინაზე, ათონზე, რუსეთში - დაცულ ქართული ხელოვნების ძეგლებს ბიზანტიური და აღმოსავლეთ ქრისტიანული ხელოვნების კონტექსტში. გამოქვეყნებული აქვს ქართველთა მიერ შექმნილი ხატები სინას მთის წმ. ეკატერინეს მონასტერში, რომლებიც იქამდე ცნობილი იყო როგორც ბიზანტიური ხელოვნების ნიმუშები. იგი ამზადებს მონოგრაფიას სინას მთის ქართულ სიძველეებზე. მონაწილეობს ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმებში. 1991 წლიდან ასწავლის ქრისტიანულ იკონოგრაფიას, ხატწერისა და კედლის მხატვრობის ისტორიას და მუზეუმცოდნეობას თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში. არის საპატრიარქოს თამარ მეფის უნივერსიტეტის დოქტორანტურის ასოცირებული პროფესორი. არის აგრეთვე საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის ექსპერტ-კონსულტანტი.