ციფრული ბიბლიოთეკა

გრიგოლ ლორთქიფანიძე

1881 - 1937

ავტორის შესახებ

გრიგოლ ლორთქიფანიძე ( დ. 30 სექტემბერი, 1881 – გ. 2 სექტემბერი, 1937 ) – პოლიტიკოსი. პოლიტიკური, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.

1898-1902წწ. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის მოსწავლე, მოსწავლეთა სოციალისტური წრის ხელმძღვანელი; 1902-1904წწ. ოდესის ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი; 1904 წელს რევოლუციური სტუდენტური მოძრაობის წევრი ოდესის გუბერნიაში; 1905-1907წწ. პატიმრობა ანტიცარისტული და რევოლუციური საქმიანობის გამო; 1907 წელს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრის სტუდენტი, მემარცხენეთა სტუდენტური წრის ერთ-ერთი ხელმძღვანელი; 1907-1908წწ. ქუთაისის გუბერნიაში გამომავალი რადიკალური, ანტისამთავრობო გაზეთების "ეკალისა" და "სოციალ-დემოკრატიული ფურცლის" რედაქტორი; 1911-1912წწ.  მეტეხის ციხის პატიმარი, პატიმართა საორგანიზაციო ჯგუფის წევრი; 1912-1916წწ. გადასახლება რუსეთის ევროპული ტერიტორიების ჩრდილოეთ გუბერნიებში; 1916-1918წწ. ვორონეჟის გუბერნიის ქალაქ ურუს სკოლის პედაგოგი, ადგილობრივი სოციალისტური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი; 1918-1920წწ. საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებული, მთავრობის სამხედრო საკითხთა ჯგუფის წევრი; 1920 წელს საქართველოს სამხედრო მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე; 1920-1921წწ. საქართველოს სახალხო განათლების მინისტრი, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. რევკომთან მოლაპარაკებებზე დემოკრატიული რესპუბლიკის საგანგებო რწმუნებული; 1921-1922წწ. მეტეხის ციხის პატიმართა კომიტეტის ლიდერი; 1923-1925წწ. სუზდალის ციხის პატიმარი. დაწერა ისტორიოგრაფიულ ნაშრომს “ფიქრები საქართველოზე"; 1925-1935წწ. იძულებითი ემიგრაცია, გადასახლება კურსკში. ადგილობრივი სკოლის პედაგოგი. წერდა რამდენიმე ანტისტალინისტურ საჯარო წერილს; 1937 წელს ბერიას ბრძანებით მოკლეს თბილისში.