ავტორის შესახებ
ზაზა ავალიანი ( დ. 24 მაისი, 1960 ) – პათოლოგ-ანატომი, მედიცინის მეცნიერებეთა კანდიდატი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს. 1986–1988წწ. იყო სამხედრო ექიმი(აზერბაიჯანის სსრ); 1988–1995წწ. სეფსის სანიტარული ცენტრის ექიმი–პათოლოგანატომი; 1995–1998წწ. პათანატომიის კათედრის ასისტენტი; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის N1 კლინიკის ექიმი–პათოლოგანატომი; 1999 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სასწავლო–მეთოდური სამმართველოს უფროსი. ავტორია 19 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ორგანიზმზე მავნე აგენტების ზემოქმედების მატერიალური სუბსტრატის საკითხებს.