ციფრული ბიბლიოთეკა

მაია კიკაბიძე

1963 -

ავტორის შესახებ

მაია კიკაბიძე ( დ. 1963 ) – ინჟინერი, მეცნიერი, აგროინჟინერიის დოქტორი (2008). დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი 1988 წელს და ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა. 1989 წელს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მექანიზაციის ფაკულტეტის გამოყენებითი მექანიკის ფაკულტეტზე იწყებს მუშაობას ლაბორანტად, შემდეგ ჰიდროტექნიკის და საინჟინრო ეკოლოგიის კათედრაზე გადადის სამუშაოდ. ის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას წარმატებით უთავსებს პედაგოგიურ მოღვაწეობას სასოფლო-სამეურნეო ჰიდრომელიორაციის დეპარტამენტში. მას მრავალ სამეცნიერო კონფერენციაში, სემინარსა და სიმპოზიუმში აქვს მიღებული მონაწილეობა.