ავტორის შესახებ
შამილ შეთეკაური ( დ. 10 ივლისი, 1955, ხონე, დუშეთის მუნიციპალიტეტი – გ. 1 აგვისტო, 2018, გამარჯვება, გარდაბნის მუნიციპალიტეტი ) – ქართველი მეცნიერი, ბოტანიკოსი, მცენარეული მრავალფეროვნების სპეციალისტი, ეკოლოგისტი, ხმელთაშუა ზღვისა და კავკასიის ენდემური სახეობების სპეციალისტი. საქართველოს ბოტანიკური საზოგადოების წევრი (1980), ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების ფიტოტაქსონომიური საერთაშორისო საზოგადოების წევრი (OPTIMA) (2002), საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის წევრი (IGU) (2002), ლონდონის ლინეს წევრი (SLF) (2007), ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის კავკასიის რეგიონალური ექსპერტი (IUCN) (2008), კეცხოველის ბოტანიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი (2008).