ავტორის შესახებ
გიორგი ნიკურაძე ( დ. 30 მაისი, 1923 ) – გეოლოგი, თანამდებობის პირი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1941-1945წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1948-1957წწ. მუშაობდა სკ "საქნავთობის" ნავთობის ძებნა-ძიების პარტიებში გეოლოგად და უფროს გეოლოგად იმერეთში და აფხაზეთში; 1957-1964წწ. - მოსკოვის ნავთობის სამეცნიერო-კვლევითი ინსიტუტის საქართველოს ნავთობის ექსპედიციის გეოლოგი, თემატური პარტიის უფროსი. ასრულებდა სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს ნავთობის საბადოების აღმოსაჩენად საქართველოში; 1964-1974წწ. - კოლხეთის ბურღვის კანტორის მთავარი გეოლოგი; მისი ხელმძღვანელობით გახსნილი იქნა აღმოსავლეთ ჭალადიდის, დასავლეთ ჭალადიდის და შრომისუბან-წყალწმინდის ნავთობის საბადოები; 1974-1983წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიური განყოფილების უფროსი; მონაწილეობა მიიღო სამგორი-პატარძეულის, ნინოწმინდის, სამგორის სამხრეთი თაღის და თელეთის მაღალდებიტიანი საბადოების გახსნაში და დაძიებაში; 1983-1988წწ. - "საქნავთობის" გეოლოგიურ-საძიებო კანტორის მთავარი გეოლოგი; 1988-2006წწ. - საქნავთობის სხვადასხვა ორგანიზაცია, რიგითი გეოლოგი. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი სამეცნიერო-კვლევითი ხასიათის სტატია ნავთობის და გაზის საბადოების გახსნის და დაძიების შესახებ.