ავტორის შესახებ
ცისნამი საყვარლიშვილი ( დ. 25 ნოემბერი, 1987 ) – მწერალი.
2004 წელს დაამთავრა ქ. თელავის მრავალპროფილიანი სკოლა-ლიცეუმი. 2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 2013 წელს დაამთავრა ფლორენციის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (მაგისტრატურა). 2010-2012 წლებში მუშაობდა ქ. პრატოს (იტალია) მერიის საემიგრაციო სამსახურში კულტურულ მედიატორად. ფლობს ორ უცხო ენას: ინგლისურსა და იტალიურს. 2018 წელს დაამთავრა კოლუმბიის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სკოლის კურსები.


