ავტორის შესახებ
ლუიზა მეი ოლკოტი ( დ. 29 ნოემბერი, 1832 – გ. 6 მარტი, 1888 ) – ამერიკელი ავტორი, რომანისტი, მოთხრობების ავტორი და პოეტი, ცნობილი გახდა როგორც ავტორი რომანისა პატარა ქალები (1868), ასევე შემდგომი რომანის პატარა კაცების (1871) და ჯოს ბიჭების (1886). იგი გაიზარდა ახალ ინგლისში, ტრანსენდენტალისტი მშობლების აბიგაელ ოლკოტის და ამოს ბრონსონ ოლკოტის ოჯახში. ის აღიზარდა იმ დროისათვის ცნობილ მოაზროვნესთა წრეში.


