ავტორის შესახებ
ქეთრინ პატერსონი ( დ. 31 ოქტომბერი, 1932 ) – ამერიკელი მწერალი, ცნობილია საბავშვო წიგნებით, რომელთა შორის ყველაზე გახმაურებულია „ხიდი ტერაბითიაში“. 1975-80 წლებში პატერსონმა ოთხი სხვადასხვა წიგნისთვის ორი ნიუბერის მედალი და ორი ეროვნული წიგნის ჯილდო მოიპოვა. 1998 წელს მან ჰანს ქრისტიან ანდერსენის, ხოლო 2006 წელს ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემია მოიპოვა, რითაც გახდა იმ ოთხი ავტორიდან ერთ-ერთი, რომელთაც ეს ორი საერთაშორისო ჯილდო აქვთ მიღებული.


