წარმოდგენილ კრებულში თავმოყრილია ფილოსოფიის ინსტიტუტში 2015 წლის 13 მაისს ჩატარებული სამეცნიერო კონფერენციის მასალები. კონფერენცია მიეძღვნა მიხეილ ბეჟანიშვილისა (1934-2014) და ლერი მჭედლიშვილის (1936-2013) ხსოვნას – გამორჩეული ფილოსოფოსებისა და ლოგიკოსებისა, რომლებიც კონფერენციის მონაწილეთა და კრებულში შესული სტატიების ავტორთა უმრავლესობისთვის განსაკუთრებით ძვირფასები იყვნენ, როგორც მასწავლებლები ან კოლეგები.