თანამედროვე ქართველი მწერლის, ირმა ტაველიძის წიგნში „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები“ გაერთიანებული ესეები ბოლო წლებში ქვეყნდებოდა სხვადასხვა ბეჭდურ და ინტერნეტ გამოცემებში. ესეების თემატიკა განსხვავებულია: ბავშვობის მოგონებები, სკოლა, ლიტერატურა, თარგმანის ხელოვნება... ირმა ტაველიძე მოთხრობების ორი კრებულის („ავტობიოგრაფია ფრანგულად“ და „აღმოსავლეთის გამოგონება“) ავტორია. წლების განმავლობაში თარგმნიდა ინგლისურიდან და ფრანგულიდან სხვადასხვა ლიტერატურული ჟურნალისთვის. ნათარგმნი აქვს ჯოზეფ კონრადის, მიშელ უელბეკის, ჯ. მ. კუტზეეს წიგნები.