,,მითოსურ რომანში „იათნანელი ამორძალები“ აღწერილი ამბები ხდება უშორეს წარსულში, აიეტის მეფობის ხანაში. კუნძულ იათანანზე (დღევანდელ კვიპროსზე), ხმელთაშუა ზღვის აუზში რომ მდებარეობს, ცხოვრობენ მითიური აიაიელების შთამომავალნი, რომელთაც წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიიღეს მაღალი კულტურა, დამწერლობა, სარწმუნოება. დროთა ვითარებაში, მომხვდურთა მოძალების შედეგად, იათნანას მკვიდრნი დაძაბუნდნენ და გადაშენების პირზე მივიდნენ... ძველი ტრადიციის თანახმადვე, ამორძალთა მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ ქართველ, კერძოდ, კოლხ ქალებს.
რომანი „ჟამი მოვალს!“ – 80-იან წლებშია დაწერილი. იგი ნახევრადმითოსური ნაწარმოებია. მოვლენები ილიას მკვლელობის და შემდგომ განვითარებული პროცესების კვალზე მიმდინარეობს. რომანში ახლებურადაა გააზრებული ამირანის სახე და მისი როლი ქართველი ერის სულიერი ცხოვრებისა და განვითარების პროცესებში.
დრამატული ნაწარმოები: „სიყვარული სიკვდილის შემდეგ“ ანუ „შენი რაშები ჭიხვინებენ აქილევს! – მითოსური თემის გაგრძელებაა, იგი აქილევსისა და ამორძალთა დედოფლის – პენთესილეას ორთაბრძოლის ასახვაა, ადამიანის რაობის, მისი ზნეობრივი ფასეულობების წარმოჩენაა".