წიგნში პირველადი წყაროების გათვალისწინებით, მეტ-ნაკლებად განხილულია საზღვარგარეთ მოღვაწე ქართული კულტურის მეგობრების: მიმო მორინას, როზმარი კიფერის, ჟორჟ ბუიონის, ჟან ბლანკოფის, გოლდი სკარ-ბლანკოფის, ანდრე გლოდის, ლეა ფლურის, იოლანდა მარშევის, კიტა ჩხენკელისა და რუთ ნოიკომის ნაშრომები, რომლებიც მათ სხვადასხვა დროს გამოაქვეყნეს საზღვარგარეთის პრესაში.