,,ჩემი წილი ჯვარი მეც მიტარებია საწუთროში, სრულად გამისიგრძეგანებია ის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ ტანჯვა არსებობის უმთავრესი პირობაა და თუ გაჩნდი, უნდა იტანჯო კიდეც. ზოგჯერ სამსალით სავსე ფიალაც უნდა დასცალო მოთმინებით, რწმენით და ისე უნდა ემსახურო შენს უფალს, სამშობლოს, ღირსებას და თუ შეძლებ, ერთი აგური მაინც უნდა შემატო შენი ქვეყნის სიძლიერესა და სიმტკიცეს.
ეს წიგნიც სწორედ ამ რწმენითა და იმედით იქმნებოდა, იქმნებოდა იმ ქართველებზე, რომელთა არსებობაც ყოფას გვიადვილებდა და ზნეობრივ, მორალურ კრიტერიუმებად გვესახებოდა" – ზაალ ბოტკოველი.