„ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლ გუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მის მიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის ურთიერთკავშირს.