ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

იქ და ახლა - მოთხრობების სრული კრებული, ტ. 4

მწერლის სიცოცხლეში კორტასარის მოთხრობების რვა სხვადასხვა კრებული გამოიცა. გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე მწერალმა თავისი 82 მოთხრობა ოთხ ტომად დააჯგუფა და თითოეულ წიგნს სახელი უწოდა: „რიტუალები“, „თამაშები“,„გასასვლელები“ და „იქ და ახლა“. მოთხრობების სრული კრებულის ამგვარ გამოცემას კორტასარი ვერ მოესწრო და ოთხტომეული ამ სახით მხოლოდ მწერლის 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოქვეყნდა. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერალი ხულიო კორტასარი (1914-1984) პროზის გამორჩეულ ოსტატად ითვლება. მისმა მოთხრობებმა, სადაც ამბავი რეალურისა და ირეალურის ზღვარზეა, სათავე დაუდო სრულიად ახალ ფორმებს მსოფლიო ლიტერატურაში.