წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ქართველურ ენებში მსაზღვრელ-საზღვრულის ურთიერთობის მონოგრაფიულად შესწავლის ცდას როგორც ისტორიულ, ასევე სინქრონიულ ასპექტში. გამოკვლევაში გამოწვლილვითაა შესწავლილი ის პროცესები, რაც ქართველურმა ენებმა ისტორიულად განიცადეს ამ უბანში. წარმოჩენილი ფაქტები და კვლევის შედეგად მიღებული დასკვნები (მიუხედავად ცალკეული ქართველური ენისათვის დამახასიათებელი ზოგიერთი თავისებურებებისა), ადასტურებენ ქართველურ ენათა ისტორიულ ერთიანობას.