ნაშრომი ეხება საქართველოში ჩარლზ დიკენსისა და უილიამ თეკერეის შემოქმედების აღქმის პრობლემებს. მასში განხილული და შეფასებულია ქართველ მკვლევართა სამეცნიერო შრომები თუ კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, მიძღვნილი მათი შემოქმედებითი მემკვიდრეობისადმი, შესწავლილია დიკენსისა და თეკერეის თხზულებათა ქართული თარგმანები. შეფასებულია ამ თარგმანთა მხატვრულ-ესთეტიკური მნიშვნელობა და დადგენილია მათი წყაროები, წარმოჩენილია როგორ აისახა დიკენსის სამყარო ქართულ მხატვრულ ლიტერატურაში, გაშუქებულია კომიკური თხრობის ელემენტების ტიპოლოგიური მიმართება ქართული კრიტიკული რეალიზმის წარმომადგენელთა ნაწარმოებებსა და დიკენსისა და თეკერეის თხზულებებში.