,,ნინო ჟვანიას, ეკა ჭაბაშვილისა და თამარ ჟვანიას წიგნი „მხატვრული კვლევა – ფილოსოფია და პრაქტიკა“ აბსოლუტურად უნიკალურია ქართული, როგორც სახელოვნებო, ასევე სამეცნიერო სივრცისათვის. საერთაშორისო მასშტაბით კი ის ერთ-ერთი იშვიათი მაგალითია ახლად აღმოცენებული მოვლენის – მხატვრული კვლევისადმი მეცნიერული, ასევე შემოქმედებითი მიდგომისა, რაც წიგნის მნიშვნელობას და ფასეულობას ერთი ასად ზრდის. მკვლევრებმა გარდა იმისა, რომ საფუძვლიანად შეისწავლეს მხატვრული კვლევისადმი მიძღვნილი დღეისათვის არსებული ლიტერატურა, ღრმად გაეცნენ მხატვრული კვლევის ნიმუშებს, რასაც ვკითხულობთ მათ წიგნში, ასევე, ამავე ნაშრომში წარმოადგინეს მხატვრული კვლევის უნიკალური ნიმუში" – მაკა ვირსალაძე.